ფეხბურთი

17:44 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" კენედი გაანათხოვრა

ლონდონის "ჩელსის" 20 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი კენედი ერთწლიანი იჯარის წესით "უოტფორდში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიელის ახალი გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელი მარცხენა გარემარბი "არისტოკრატებს" 2015 წლის ზაფხულში "ფლუმინენსედან" შეუერთდა და 20 მატჩში თავი 2 გოლით გამოიჩინა. ფეხბურთელს ძირითადად შეცვლებზე უწევდა თამაში.

0.117143