"ბარნსლის" აწ უკვე ყოფილი მცველი ალფი მოუსონი კარიერას "სუონსიში" გააგრძელებს. როგორც უელსური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ინგლისელმა მოთამაშემ "გედებთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გააფორმა. უელსელებმა 22 წლის მცველის სანაცვლოდ 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.
ფეხბურთელმა კარიერა "ბრენტფორდში" დაიწყო და რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული. საბოლოოდ 2015 წელს ჩემპიონშიფის გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა და გასულ სეზონში 58 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მცველმა მიმდინარე სათამაშო წელს უკვე 5 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და მეტოქე ორჯერ დაამწუხრა.