უკრაინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა ამიერიდან გელზენკირხენის “შალკეს” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 26 წლის შემტევმა “ხუმარებში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 11-ნომრიანი მაისურიც მოირგო. იგი ახალ გუნდში მიმდინარე სეზონს იჯარის წესით გაატარებს.
კონოპლიანკამ გასული სეზონი ესპანურ “სევილიაში” გაატარა და 54 მატჩში 9 გოლის გატანაც შეძლო. მანამდე უკრაინელი სამშობლოში, “დნიპროს” რიგებში ირჯებოდა.