ფეხბურთი

12:13 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესის ნაკრებში თამაში საეჭვოა

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებულმა ლიონელ მესიმ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გამოტოვოს. სამხრეთამერიკელმა ტრავმა მოიშუშა, თუმცა დისკომფორტს მაინც განიცდის და შესაძლოა ვერ ითამაშოს.

კატალონიის "ბარსელონამ" მესის ნაკრებში წასვლა არ ურჩია. აღნიშნული ინფორმაცია "ალბისელესტეს" თავკაცმა ედგარდო ბაუსამ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მესიმ კლუბის დარიგება არ მიიღო და ნაკრებს შეუერთდა.

არგენტინას შესარჩევი ეტაპის მატჩები ურუგვაისთან და ვენესუელასთან 2 და 7 სექტემბერს ელის.

0.121414