ფეხბურთი

11:50 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მორიგი რეკორდი - 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი ტრანსფერებში

მას შემდეგ, რაც ლონდონის "არსენალმა" გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველის შკოდრან მუსტაფის ტრანსფერი გააოფიციალურა და ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, ცნობილი გახდა, რომ პრემიერლიგის გუნდებმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესეს და ახლა კლუბების დანახარჯი მილიარდს გადასცდა (1 021 430 000).

Sky Sports-ის ინფორმაციით, დედლაინის დღე კიდევ აქტიური იქნება და თანხაც ასევე გაიზრდება. პრემიერლიგის გუნდებმა სარეკორდო თანხა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დააფიქსირეს და მაშინ 880 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო დახარჯული.

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გამოსარჩევია პოლ პოგბას ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში", რომელიც მსოფლიოს რეკორდი გახლდათ. ასევე იაქტიურა "მანჩესტერ სიტიმ" და გადახდილი თანხების რეიტინგში მეორე და მესამე ადგილი ჯონ სტოუნსს და ლეროი სანეს უჭირავთ.

0.118825