ფეხბურთი

11:30 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჰალის" ახალი შენაძენები და სატრანსფერო რეკორდი

ლონდონის "ტოტენჰემის" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი რაიან მეისონი კარიერას "ჰალიში" გააგრძელებს. როგორც "ვეფხვების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და კლუბისთვის ეს სარეკორდო ტრანსფერია - ბონუსების ჩათვლით “ტოტენჰემს” 13 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან.

"სპურსის" აკადემიის აღზრდილი მოთამაშე, რომელიც ინგლისის ნაკრების წევრობის კანდიდატია, 2009 წლის შემდეგ რამდენიმე ქვედალიგურ გუნდში განათხოვრებული იყო. ასევე, მეისონი "ლორიენში" ნახევარი სეზონი თამაშობდა. გასული სეზონის თითქმის ნახევარი რაიანს ტრავმის გამო გაუცდა და 29 მატჩში თავი 2-ჯერ გამოიჩინა.

პრემიერლიგის გუნდმა ასევე დაიმატა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 23 წლის თავდამსხმელი უილ კინი და "კარდიფიდან" 31 წლის მეკარე დევიდ მარშალი. ორივე ფეხბურთელმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი გაიღეს "ვეფხვებმა" მოთამაშეების სანაცვლოდ.

0.168107