როგორც worldsport.ge თვენახევრის წინ წერდა, თბილისის "დინამო" უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ითამაშებს და დღეს წილისყრისას, ფლეი-ოფში მისი მეტოქეც გაირკვა: ალმათის "ქაირათი". პირველი მატჩები 27/28 სექტემბერს, საპასუხოები კი 18/19 ოქტომბერს გაიმართება. "დინამო" "ქაირათთან" პირველ მატჩს თბილისში ჩაატარებს.
ეს პირველ ეტაპზე: მეორე ეტაპზე კი "დინამო"-ქაირათს" შორის გამარჯვებული შეხვდება ავსტრიის "ზალცბურგსა" და მაკედონიის "ვარდარს" შორის გასულს.
თბილისის "დინამომ" 19-წლამდელთა ჭაბუკთა ლიგა მოიგო და სწორედ ამით მოიპოვა საგზური. შარშან ანალოგიურად ითამაშა "საბურთალომ", რომელსაც დანიური "მიდტიულანდი" შეხვდა. საბურთალოელებმა 1:3 და 1:2 წააგეს.
წლეულს თამაში შეუძლიათ 1998 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს, თუმცა სამი ფეხბურთელი შეიძლება 1997 წელს დაბადებულიც იყოს.
ტურნირის ფორმატი განსხვავდება მთავარი ჩემპიონთა ლიგის ფორმატისგან: აქ ცალკეა ჩემპიონების გზა და ფლეი ოფებით ტარდება (სადაც "დინამოცაა") და ცალკეა ჯგუფური ეტაპი, სადაც ძირითადი ჩემპიონთა ლიგის კვალდაკვალ თამაშობენ მათი ახალგაზრდული გუნდები. მერვედფინალიდან კი ისინი ერთამნეთს შეუერთდებიან და ჩვეულებრივ, ფლეი ოფის სახით გაგრძელდება.