ბათუმში სტარტი აიღო 10-ათასიანმა საჩოგბურთო ტურნირმა, რომლის ძირითად ბადეშიც ერთბაშად 8 ქართველი გოგონა მოხვდა. მათგან შეჯიბრში უკვე ჩაება თათია მიქაძე, რომელმაც კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა, ძირითად შეჯიბრში კი რუს ანასტასია ჩიკალკინას 6:4, 7:5 მოუგო და მერფედფინალში გააღწია.
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე საწყის წრეში რუს ულიანა აიზატულინას გაეჯიბრება, მე-2 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაია – უკრაინელ ალიონა ფომინას, ხოლო მე-3 ნომრით მოთამაშე მარიამ ბოლქვაძე – რუს ელინა ნეპლის.
სამწუხაროდ, პირველ რაუნდში რუს მარგარიტა ლაზარევასთან (მე-4 განთესვა) 2:6, 2:6 დამარცხდა ანა შანიძე, ანა ახალკაცი რუს ადელინა ბარავის ეთამაშება, ლანა კენჭიაშვილი კი თანამემამულე მარიამ დალაქიშვილს დაუპირისპირდება.
წყვილთა ტურნირში გორგოძემ და ქვაცაბაიამ რუსებს ნინა და ვალერია ოლიანოვსკაიებს 6:1, 6:3 მოუგეს და მეოთხედფინალში მარიამ დალაქიშვილს და რუს ზოზია კარდავას გაეჯიბრებიან. ამ უკანასკნელთ ანა ახალკაცს და ნინო მემიშიშის 6:1, 6:1 სძლიეს.
კენჭიაშვილმა და ბარავიმ სომეხი ბაიატიანი და რუსი ეპური 6:2, 6:4 დაამარცხეს. თუკი ბოლქვაძემ და თათია მიქაძემ სომეხ ამირაღიანს და რუს ლოდიკოვას აჯობეს, ისინი მეოთხედფინალში სწორედ კენჭიაშვილს და ბარავის გაეჯიბრებიან.
და ბოლოს. შანიძე და რუსი კისლიცკაია მერვედფინალში რუსებს – კაზიონოვას და ბელარუს შიტკოვსკაიას დაუპირისპირდებიან.