2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩის (საქართველო-ავსტრია) ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს 29 აგვისტოს, 12:00 საათიდან “დინამო არენას” სალაროებშიც შეუძლიათ. სალაროები იმუშავებს ყოველდღე, 11:00-დან 18:00 საათამდე.
ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც, შემდეგ ბმულზე tkt.ge/georgiavsaustria
ბილეთის ფასი 5, 10, 15, 25 და 35 ლარია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 5 სექტემბერს, 20:00 საათიდან “დინამო არენაზე” დაუპირისპირდებიან.