ფეხბურთი

20:29 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

 “ლაციოს” ფეხბურთელი ანანიძის თანაგუნდელი გახდა

რუსეთის პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი მოსკოვის “სპარტაკი” გაძლიერდა. ამიერიდან “სახალხო გუნდის” ღირსებას 27 წლის ბრაზილიელი მცველი მაურისიო დაიცავს, რომელიც რომის “ლაციოში” თამაშობდა.

ამის შესახებ სწორედ იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. სამხრეთამერიკელი რუსულ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებით დარჩება.

მაურისიო “ლაციოში” 2015 წლის ზამთრიდან მოყოლებული თამაშობდა და 55 მატჩშიც დაიცვა გუნდის ღირსება. მანამდე მან სახელი ლისაბონის “სპორტინგში” თამაშით გაითქვა.

0.119063