არაფრით არ ატაროთ თან ყალბი პასპორტი იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი სახელი და გვარია – დიეგო არმანდო მარადონა. არგენტინული ყოველდღიური გამოცემა clarin-ის ინფორმაციით, მარადონა დღეს დილით ბუენოს აირესის საერთაშორისო აეროპორტში დაბლოკეს. მიზეზი? – მან ყალბი პასპორტი წარმოადგინა.
მარადონა დუბაიში გაფრენას ლამობდა და მომხდარს აბსურდს უწოდებს, თან პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებს:
“არავის მივცემ ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება. სისულელეა თითქოს, ჩემი პასპორტი ყალბი და მოპარულია. ჩემი ადვოკატი ყველაფერს გაარკვევს და სიმართლესაც დაადგენს”, - თქვა ფეხბურთის უგვირგვინო მეფემ...