ფეხბურთი

13:07 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელები შეკრიბა

2 და 4 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2017 წლის 19-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ლიტველ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ყიფიანის გუნდი 29 აგვისტოს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შეიკრიბა. მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 27 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: ლევან ისიანი (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა სანიკიძე (საბურთალო)

მცველები: დავით კობოური (დინამო თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა ფიფია (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბილისი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ყურშავიშვილი (ლოკომოტივი)

ნახევარმცველები: ლუკა ფოჩხუა (დინამო თბილისი), გიორგი კუცია (დინამო თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი)

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (დინამო თბილისი), სერგო კუხიანიძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბათუმი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი გოგილაშვილი (დინამო ბათუმი)

0.14427