30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლის საფრანგეთის ქალაქი მაკონი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. გაგაცნობთ საქართველოს ნაკრებების შემადგენლობებს.
პირველები შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული ნაკრები ჩაერთვება, მთავარი მწვთნელის ზაზა სილაგაძის გადაწვეტილებით საფრანგეთში ზუსტად ის შემადგენლობა იასპარეზებს რომელმაც ორი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალურად დაასრულა გამოსვლა სადაც 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილა დაიკავა. შეგახსენებთ რომ ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ, ვერცხლის მედლები ლევან ქავჟარაძემ (60) და გიორგი მელიამ (97) მოიპოვეს, ბრინჯაოს დავით ჩხარტიშვილი (55) დაეუფლა. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა წინა წლის მსგავსად კვლავაც აჯობა რუსეთის ნაკრებს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. სილაგაძის შეგირდები 29-30 აგვისტოს იაპარეზებენ
ბერძნულ-რომაული ნაკრები:
50 კგ. ნუგზარ წურწუმია (ხობი)
55 კგ. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
60 კგ. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
66 კგ. რამაზ ზოიძე (აჭარა)
74 კგ. თემურ ჭკუასელიძე (ბორჯომი)
84 კგ. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
96 კგ. გიორგი მელია (სამტრედია)
120 კგ. ზვიად პატარიძე (ქუთაისი)
მთავარი მწვრთნელი: ზაზა სილაგაძე
მწვრთნელები: მუხრან მაჭუტაძე, გიორგი ჯინჭველაშვილი, ოთარ ფევაძე.
ექიმი: ლევან ლინნიკი
მსაჯები: თემო ყაზარაშვილი და ზაზა ჯიბლაძე.
გიორგი გოგშელიძის გაწვთნილი თავისუფალი სტილით ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატზე 3-4 სექტემბერს იასპარეზებს. შეგახსენებთ რომ ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა 8 შესაძლებლიდან 7 მედლის მოპოვებს შეძლო, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 31 ნაკრებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.
ვერცხლის მედლები რობერტ დინგაშვილმა (55) და გივი მაჭარაშვილმა (97) მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი შმაგი თოდუა (60), გიორგი სულავა (66), ტარიელ გაფრინდაშვილი (74), მექი სიმონია (84) და ზურიკო ურთაშვილი (125) გახდნენ.
თავისუფალი სტილით ნაკრები:
50 კგ. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
55 კგ. კახა ირემაძე (აჭარა)
60 კგ. შმაგი თოდუა (სამტრედია)
66 კგ. გიორგი სულავა (ქუთაისი)
74 კგ. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
84 კგ. მექი სიმონია (ქუთაისი)
96 კგ. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
120 კგ. ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გოგშელიძე
მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, გელა საღირაშვილი და კობა კაკალაძე.
ექიმი: ზაზა აბესაძე
30 აგვისტო - ბერნულ-რომაული 50-60-74-96 კგ
31 აგვისტო - ბერნულ-რომაული 55-66-84-120 კგ
3 სექტემბერი - თავისუფალი ჭიდაობა 50-60-74-96 კგ
4 სექტემბერი - თავისუფალი ჭიდაობა 55-66-84-120 კგ
www.wrestling.ge