ამ წუთებში რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურის დასკვნით ტურში მოსკოვის "სპარტაკი" მახაჩყალის "ანჟის" ეთამაშება და 1:0 ამარცხებს. გამოსარჩევია, რომ სტუმრები აღნიშნულ შეხვედრას ქართველი ჯანო ანანიძის გოლით იგებენ. ჯანომ ზე ლუიშისგან ჩინებული გადაცემა მიიღო და მეტოქის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა.
სასიხარულოა, რომ ჯანო ტრავმის მოშუშების შემდგომაც კარგ ფორმაშია. შეიძლება ითქვას, ქართველი შემტევის კარიერაში საუკეთესო სეზონია...