ფეხბურთი

15:00 | 28.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: "შესვენებაზე კარგი განწყობით უნდა გავიდეთ"

მოსკოვის “სპარტაკის” ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იმედოვნებს, რომ სანაკრებო პაუზაზე გუნდი კარგ ხასიათზე გავა. ამისათვის, “სპარტაკმა” რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურში დღეს, მახაჩყალას “ანჟი” მისსავე მოედანზე უნდა დაამარცხოს.

“რა თქმა უნდა, შესვენებაზე კარგი განწყობით გვინდა გასვლა – წარმომიდგენია, მასპინძელი გუნდი გაამრჯვების როგორი სურვილით გამოვა მოედანზე. ჩვენ დაღესტანში ჩავდივართ, როგორც ჩემპიონატი ლიდერი და ეს უნდა გვახსოვდეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ სეზონში აქ მოვიგეთ და ეს ახლაც ჩვენი მიზანი უნდა იყოს”, - ციტირებს ანანიძის სიტყვებს “სპარტაკის” ვებგვერდი.

შეგახსენებთ, “სახალხო გუნდი” რუსეთის პრემიერლიგას ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. ჯანოს კი, წლეულს მხოლოდ პრემიერლიგის ეგიდით, 2 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი და მოსკოვში მასზე დიდი იმედი მყარდება.

0.12186