ფეხბურთი

14:32 | 28.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე კვლავ ლაზარეთშია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ისევ ტრავმირებულია. როგორც ინტერნეტპორტალი empolichannel.it-ი იტყობინება, 26 წლის ქართველი დღეს სერია A-ს მეორე ტურში “უდინეზესთან” გასვლით მატჩში “ემპოლის” ვერ დაეხმარება.

ჯერჯერობით უცნობია ლევანის დაზიანების ხარისხი, არადა, სანაკრებო ფანჯარა და შესაბამისად, ავსტრიასთან შეხვედრა კარსაა მომდგარი.

შეგახსენებთ, მჭედლიძეს აღნიშნული მიზეზით I ტურის მატჩიც გაუცდა გენუის “სამპდორიას” წინააღმდეგ...

0.105227