ფეხბურთი

18:53 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი გერმანელ ქომაგებს დაემშვიდობება

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთაც ფინეთთან და ნორვეგიასთან შეხვედრებისთვის მოამზადებს. გერმანელთა შემადგენლობაში ბოლოჯერ მოხვდა “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი. 32 წლის ფეხბურთელი სანაკრებო კარიერას ასრულებს და ეროვნული გუნდის მაისურით გამოსათხოვარ მატჩს ჩაატარებს.

გერმანელები ასეთი შემადგენლობით მოემზადებიან:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”), მარკ ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”);

მცველები: ემრე ჩანი (“ლივერპული”), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), ბენედიქტ ჰოვედესი (“შალკე”), მათს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი (ორივე - “ბაიერნი”), შკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”), ნიკლას ზულე (“ჰოფენჰაიმი”), ჯონათან ტა (“ლევერკუზენი”);

ნახევარმცველები: კარიმ ბელარაბი, იულიან ბრანდტი (ორივე - “ლევერკუზენი”), იულიან დრაქსლერი (“ვოლფსბურგი”), მარიო გიოტცე (“დორტმუნდი”), სამი ხედირა (“იუვენტუსი”), ტონი კროოსი (“რეალი”), მაქს მეიერი (“შალკე”), მესუთ იოზილი (“არსენალი”), ანდრე შურლე (“დორტმუნდი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (“მანჩესტერ იუნაიტედი”);

თავდამსხმელები: თომას მიულერი (“ბაიერნი”), კევინ ვოლანდი (“ლევერკუზენი”), იულიან ვეიგლი (“დორტმუნდი”).

გერმანიის ნაკრები 31 აგვისტოს ფინეთთან საკუთარ მოედანზე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 4 სექტემბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ნორვეგიასთან გასვლითი მატჩით გახსნის.

0.121308