ფეხბურთი

22:54 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "კლუბი ჰარტს დაეხმარება"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბი ჯო ჰარტს საუკეთესო გამოსავლის მოძებნაში დაეხმარება.

"ჰარტისთვის საუკეთესო გვინდა და კლუბი დაეხმარება გამოსავლის მოძებნაში. თუ იგი დარჩება, მას ისე მოვეპყრობი, როგორც სხვებს." - ციტირებს Sky Sports-ი ესპანელის სიტყვებს.

გვარდიოლა ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარეს არც აქამდე ათამაშებდა და ახლა მისი ასპარეზობა კიდევ უფრო საეჭვოა. "სიტიმ" "ბარსელონადან" კლაუდიო ბრავო დაიმატა და ჯოს სასტარტოში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ ჰარტი მზადაა ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს და "ლივერპულში" გადავიდეს.

0.121357