ფეხბურთი

16:24 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას საკლუბო რეიტინგი - საქართველო 39-ე

საქართველო 39-ე ადგილზეა უეფას საკლუბო რეიტინგში - 6.375 ქულით. შესაბამისად, მხოლოდ 15 ქვეყანას უსწრებს: ლატვიას, ირლანდიას, მაკედონიას, ესტონეთს, ჩერნოგორიას, სომხეთს, ლუქსემბურგს, ჩრდ. ირლანდიას, ლიტვას, მალტას, უელსს, ფარერებს, გიბრალტარს, ანდორასა და სან-მარინოს.

წლეულს საქართველომ 1.125 ქულა აიღო, ბოლო წლებში ყველაზე ცუდი შედეგი კი შარშან ჰქონდა - 0.625.

ირლანდიას ჰყავს გუნდი დარჩენილი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე: "დანდალკი". საქართველო ირლანდიას 0.550 ქულით უსწრებს, ასე რომ, შესაძლოა, მე-40 პოზიციაზე გადავინაცვლოთ.

ლიდერი, რა თქმა უნდა, ესპანეთია, თანაც უდიდესი ჰანდიკაპით. აქვე, პირველი შვიდეული:

1. ესპანეთი - 87.141

2. გერმანია - 67.641

3. ინგლისი - 63.819

4. იტალია - 60.998

5. საფრანგეთი - 45.332

6. რუსეთი - 44.332

7. პორტუგალია - 43.832

0.112177