28 წლის ქართველი შემტევი გიორგი ალავერდაშვილი ჩეხეთის "ტაბორსკოში" გადავიდა. ეს რანგით მეორე ლიგის გუნდია და წინა სეზონში მეხუთე ადგილზე გავიდა.
"ვარიანტი გამომიჩნდა და წამოვედი. მართალია, კუნთი გავიწყვიტე და დაახლოებით ერთი თვე ვერ ვითამაშებ, მაგრამ კონტრაქტი მაინც გამიფორმეს. "ტაბორსკო" მეორე ლიგაში ერთ-ერთი კარგი გუნდია და ხელმძღვანელობას უმაღლესში გადასვლა სურს. ჩემი მიზანიც სწორედ უმაღლესში თამაშია" - გვითხრა ალავერდაშვილმა.
გიორგი ბოლოს ლანჩხუთის "გურიაში" თამაშობდა და თბილისის "დინამოსთან" გატანილი ლამაზი გოლით გამოირჩა. ალავერდაშვილმა საუკეთესო სეზონები ლიტვაში გაატარა, სადაც გოლები უხვად გაჰქონდა.
P.S. ისე, შეხედავ ფოტოს და თვალში მოგხვდება: რამდენი სპონსორი ჰყავს ჩეხეთის მეორე ლიგის კლუბს, საქართველოში კი "რამდენი" რა მოსატანია, ერთი სპონსორიც კი სანატრელია. მწარე რეალობაა, მაგრამ ფაქტია...