ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი უეფას ჩემპიონთა ლიგა ფორმატს იცვლის. როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 2018-2019 წლების სეზონიდან ლიგაზე წამყვანი ოთხი ჩემპიონატის ინგლისის, ესპანეთის, გერმანიისა და იტალიის ოთხ-ოთხ გუნდი ითამაშებს, თანაც ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე – ისინი პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებენ ასპარეზობას.
გარდა ამისა, სხვა ცვლილებებიც იქნება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ამასთან, ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდთა დაფინანსება მკვეთრად გაიზრდება. გათამაშების სისტემა კი უცვლელი დარჩება – 32 გუნდი ითამაშებს და ისევ იგივე სისტემით.
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი უფრო ბობოლა გუნდებზეა მორგებული, პატარა კლუბებზე ნაკლებად...