ფეხბურთი

12:11 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელთა სატრანსფერო რეკორდი - წინ კიდევ ერთი კვირაა

ინგლისური პრემიერლიგის კლუბებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირით ადრე ფეხბურთელთა შეძენაზე დახარჯული თანხების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარეს.

მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ სიტიმ” “ბარსელონასგან” კლაუდიო ბრავო შეიძინა, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ამ ზაფხულს პრემიერლიგის კლუბების მიერ ტრანსფერებში დახარჯული თანხები დაითვალეს და როგორც გაირკვა, სატრანსფერო ხარჯები 1 მილიარდ ევროს (880 მილონი გირვანქა სტერლინგი) გადასცდა. ამით უკვე შარშანდელი რეკორდი (870 მილიონი გირვანქა სტერლინგი) მოხსნილია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილ დროში კი, არც 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგიანი (1,17 მილიარდი ევრო) ზღვარის გადალახვაა შეუძლებელი.

ამ ზაფხულს ტრანსფერებისთვის ყველაზე მეტი თანხა “მანჩესტერ იუნაიტედმა” და “მანჩესტერ სიტიმ” გაიღეს.

0.112683