ფეხბურთი

0:59 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"კრასნოდარს" სოლომონ კვირკველია სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი სოლომონ კვირკველია, შესაძლოა, "კრასნოდარში" გადავიდეს. უცნაური პერიოდი აქვს კვირკველიას: ის "რუბინის" განაცხადში ვერ ხვდება, არადა, წინა სეზონებში გუნდის დაცვის ლიდერი გახლდათ.

"კრასნოდარმა" ისლანდიელი მცველი რაგნარ სიგურდსონი გაყიდა ინგლისურ "ფულემში", ამიტომაც უკანა ხაზში შევსება სურს.

"კრასნოდარი" ამ ეტაპზე "რუბინზე" ძლიერი კლუბია, წინა სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა რუსულ პრემიერლიგაში და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა.

0.114251