უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დღეს, მონაკოში გაიმართა და შესაბამისად 32 მონაწილე გუნდი 8 ოთხგუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდა.
ყველაზე დამაინტრიგებლად C ჯგუფი მოსჩანს, სადაც “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი”, “გლადბახი” და “სელტიკი” ერთად მოხვდნენ. ამ ჯგუფის მთავარი ინტირგა რაღა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლას “კამპ ნოუზე” დაბრუნება იქნება. ასევე ძლიერი ჯგუფია D ჯგუფი, რომელიც მიუნხენის “ბაიერნმა”, მადრიდის “ატლეტიკომ”, “პსვ ეინდჰოვენმა” და “როსტოვმა” დააკომპლექტეს.
საბოლოოდ კი, გუნდები შემდეგნაირად დაჯგუფდნენ:
A ჯგუფი
“პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი)
“არსენალი” (ინგლისი)
“ბაზელი” (შვეიცარია)
“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი)
B ჯგუფი
“ბენფიკა” (პორტუგალია)
“ნაპოლი” (იტალია)
“დინამო” (უკრაინა)
“ბეშიქთაში” (თურქეთი)
C ჯგუფი
“ბარსელონა” (ესპანეთი)
“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)
“გლადბახი” (გერმანია)
“სელტიკი” (შოტლანდია)
D ჯგუფი
“ბაიერნი” (გერმანია)
“ატლეტიკო” (ესპანეთი)
“პსვ ეინდჰოვენი” (ჰოლანდია)
“როსტოვი” (რუსეთი)
E ჯგუფი
ცსკა (რუსეთი)
“ლევერკუზენი” (გერმანია)
“ტოტენჰემი” (ინგლისი)
“მონაკო” (საფრანგეთი)
F ჯგუფი
“რეალი” (ესპანეთი)
“დორტმუნდი” (გერმანია)
“სპორტინგი” (პორტუგალია)
“ლეგია” (პოლონეთი)
G ჯგუფი
“ლესტერ სიტი” (ინგლისი)
“პორტუ” (პორტუგალია)
“ბრიუგე” (ბელგია)
“კოპენჰაგენი” (დანია)
H ჯგუფი
“იუვენტუსი” (იტალია)
“სევილია” (ესპანეთი)
“ლიონი” (საფრანგეთი)
“დინამო” (ხორვატია)
ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის პირველი ტური 13/14 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ფინალური შეხვედრა 2017 წლის 3 ივნისს, კარდიფში ჩატარდება.