ფეხბურთი

18:26 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინას“ იოვეტიჩის დაბრუნება უნდა

ფლორენციის „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობას მონტენეგროელი შემტევის სტევან იოვეტიჩის დაბრუნება სურს.

მართალია, 26 წლის ფეხბურთელი ამჟამად მილანის "ინტერის" ღირსებას იცავს, მაგრამ ფლორენციელებს მოლაპარაკების წარმოება ინგლისელებთან მოუწვთ, რადგან მისი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნის.

კლუბებს შორის შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც „ინტერი“ ვალდებულია იოვეტიჩი 14,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდონ, თუ ის მიმდინარე სეზონში თუნდაც ერთ თამაშს ჩაატარებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს 26 წლის ფორვარდის იმედი არ აქვს და ამიტომ, მოედანზემის შეშვებას არ აპირებს. სწორედ ამ სიტუაციის გამოყენებას ეცდება „ფიორენტინა“, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა თავად ფეხბურთელის მაღალი ანაზღაურებაა.

სერია ა-ს გასულ სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში იოვეტიჩმა 6 გოლი, ხოლო იტალიის თასზე ორ თამაშში ერთი გოლი.

სტევან იოვეტიჩი „ფიორენტინაში“ 2008-2013 წლებში თამაშობდა და ფლორენციელთა მაისურით ჩატარებულ 116 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა.

0.113729