მაშ ასე, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის ყველა მონაწილე ცნობილია და ამიტომაც, დღეს უეფას შტაბ-ბინაში ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. მონაწილე 32 გუნდი ოთხ კალათაში გადანაწილდა, საიდანაც 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი ჯგუფი შედგება.
აღსანიშნავია, რომ პირველ კალათაში მოხვდნენ ტოპ 7 ჩემპიონატის გამარჯვებულები და ამასთან ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი მადრიდის “რეალი”. დანარჩენ სამ კალათაში კი, გუნდები კოეფიციენტების მიხედვით გადანაწილდნენ.
საბოლოოდ, გუნდები კალათებში შემდეგნაირად განთავსდნენ:
I კალათა: “რეალი” (ესპანეთი), “ბარსელონა” (ესპანეთი), “ლესტერი” (ინგლისი), “ბაიერნი” (გერმანია), “იუვენტუსი” (იტალია), “ბენფიკა” (პორტუგალია), “პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი), ცსკა (რუსეთი)
II კალათა: “ატლეტიკო” (ესპანეთი), “დორტმუნდი” (გერმანია), “არსენალი” (ინგლისი), “სევილია” (ესპანეთი), “პორტუ” (პორტუგალია), “ნაპოლი” (იტალია), “ლევერკუზენი” (გერმანია), “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)
III კალათა: “ტოტენჰემი” (ინგლისი), “დინამო” (უკრაინა), “ლიონი” (საფრანგეთი), “პსვ ეინდჰოვენი” (ჰოლანდია), “სპორტინგი” (პორტუგალია), “ბრიუგე” (ბელგია), “ბაზელი” (შვეიცარია), “გლადბახი” (გერმანია)
IV კალათა: “მონაკო” (საფრანგეთი), “ბეშიქთაში” (თურქეთი), “ლეგია” (პოლონეთი), “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), “დინამო” (ხორვატია), “სელტიკი” (შოტლანდია), “როსტოვი” (რუსეთი), “კოპენჰაგენი” (დანია)
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.