“დინამო” თბილისის ესპანელი ლეგიონერი უეფას ევროპა ლიგის პლეიო-ოფის საპასუხო მატჩამდე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი თესალონიკში პაოკთან გამართავს, კომენტარს აკეთებს.
პირინელი ნახევარმცველის განცხადებით, “დინამოს” საბერძნეთში მძიმე ბრძოლა ელის და იქვე აღნიშნა, რომ თბილისში მეტოქეს ბევრი მომენტი არ შეუქმნია, მაგრამ მაინც დიდი ანგარიშით დავმარცხდითო.
“პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით დავთმეთ და ხვალ საკმაოდ რთული ბრძოლა გვექნება. მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში მეტოქემ კუთხურიდან გაგვიტანა პირველი გოლი და მომენტებიც ბევრი არ ჰქონია. ახლა მთავარია ბურთზე კონტროლი დავაწესოთ და იქნებ გოლის გატანა ჩვენც მოვახერხოთ”, - განაცხადა ალვარომ.