სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

2:27 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

იარაბეკი: "აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით"

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “დინამო” თბილისის მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში, პაოკთან საპასუხო მატჩამდე ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, თბილისში მის გუნდს ის თამაში არ გამოუვიდა, რაც დაგეგმილი იყო. ამასთან, იარაბეკმა აღნიშნა, რომ “დინამო” მეტოქის კარის აღებას სამჯერ შეეცდება.

“იმ თამაშის ჩვენება რაც გვინდოდა, სამწუხაროდ თბილისში არ გამოგვივიდა. შედეგი ისეთია, რომელიც მეტოქეს ხელს საკმაოდ აძლევს. ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და ყველანარად შევეცდებით კარგი თამაში ჩავატაროთ. იმისათვის, რომ თამაში დამატებით დროში მაინც გადავიდეს, სამი გოლი უნდა გავიტანოთ და შესაბამისად, შევუტევთ. ჩვენ ისედაც შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ საჭიროა ამასთან რაციონალურად და ჭკვიანად თამაში. “პაოკი” კარგი გუნდია და კონტრშეტევებზეც კარგად თამაშობს”, - თქვა იარაბეკმა.

შეგახსენებთ, პაოკისა და “დინამოს” დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11695