ფეხბურთი

20:37 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დრაგოვიჩი "ლევერკუზენის" ფეხბურთელია

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე კიევის "დინამოს" ყოფილი ცენტრალური მცველი ალექსანდარ დრაგოვიჩი კარიერას ლევერკუზენის "ბაიერში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ტვიტერის გვერდმა დაადასტურა. 25 წლის ფეხბურთელმა "ფარმაცევტებთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა.

ვენის "ავსტრიის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი მთავარ გუნდში 2008 წელს დააწინაურეს და სამი წლის შემდეგ "ბაზელში" გაყიდეს. 2011 წელს შვეიცარიელებმა უკრაინელებისგან 9-მილიონიანი შეთავაზება მიიღეს და მცველი დათმეს. საბოლოოდ გერმანელებმა ავსტრიელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადა.

ეროვნულ ნაკრებში დრაგოვიჩი 2009 წლიდან თამაშობს. ავსტრიის ნაკრები საქართველოს მეტოქეა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში და "ჯვაროსნებს" 5 სექტემბერს თბილისში დაუპირისპირდება.

0.114892