ფეხბურთი

18:17 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ბრიტანეთის ნაკრები 2020 წლის ოლიმპიადაზე არ იასპარეზებს

დიდი ბრიტანეთის ქალთა და კაცთა საფეხბურთო ნაკრებები ტოკიოში გასამართ 2020 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობას არ მიიღებენ. როგორც The Sun-ი იუწყება, შოტლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ უარი განაცხადეს გაერთიანებული გუნდის შექმნაზე. უელსის ფეხბურთის ასოციაციაც მეზობლების აზრზე დგას.

დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო გუნდებს მონაწილეობა არ მიუღიათ რიო დე ჟანეიროში ახლახან დასრულებულ ოლიმპიურ თამაშებშიც. ოთხი წლის წინ კი ლონდონში მამაკაცთა გუნდი მეოთხედფინალში სამხრეთ კორეასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. დიდი ბრიტანეთის მამაკაცთა ნაკრებს ოლიმპიადა სამჯერ, შორეულ 1900, 1908 და 1912 წლებში აქვს მოგებული.

0.123502