რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის სამარის “კრილია სოვეტოვის” მეკარე გიორგი ლორია მესამე ადგილზე გავიდა. ინტერნეტპორტალ championat.com-ის გამოკითხვაში საბოლოოდ, გიორგიმ 9 ხმა დააგროვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ “სპარტაკის” ფორვარდ ზე ლუიშსა და “ანჟის” კიპერ ალექსანდრ ბელენოვს ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ მთლიან ჩამონათვალში განვლილი 4 ტურის საერთო შედეგებით, ლორია ასევე მესამე ადგილზეა 17 ქულით. სხვათა შორის, ამდენივე ქულა აქვს ჯანო ანანიძეს და მან 17-ვე ქულა პირველ ტურში დააგროვა. აღნიშნულ ცხრილს “კრასნოდარის” თავდამსხმელი ფიოდორ სმოლოვი ლიდერობს 31 ქულით, ხოლო მეორე პოზიციაზე აქაც “ანჟის” მეკარე ბელენოვია.