საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1 და 6 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ჯერ ესტონეთს ესტუმრება, მერე კი ხორვატიას უმასპინძლებს. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, 21-წლამდელები ესტონეთში 29 აგვისტოს ასეთი შემადგენლობით გაემგზავრებიან:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (საბურთალო);
მცველები: თორნიკე კირკიტაძე (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), ირაკლი კომახიძე (შუქურა);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (ბატე, ბელარუსი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), ლევან ნონიკაშვილი (დილა), მათე ცინცაძე (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბაჩანა არაბული (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მეექვსე ჯგუფში 8 მატჩში მოპოვებული 9 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.
1. | ხორვატია | 7 | 6 | 0 | 1 | 19:4 | 18 | |
2. | შვედეთი | 6 | 5 | 1 | 0 | 15:3 | 16 | |
3. | ესპანეთი | 6 | 4 | 1 | 1 | 16:8 | 13 | |
4. | საქართველო | 8 | 3 | 0 | 5 | 14:15 | 9 | |
5. | ესტონეთი | 7 | 1 | 1 | 5 | 3:17 | 4 | |
6. | სან მარინო | 8 | 0 | 1 | 7 | 1:21 | 1 |