ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე რაუნდში დამარცხდა. ბასილაშვილმა რეიტინგის 192-ე ნომერთან, ავსტრალიელ მეთიუ ბარტონთან 7:6, 2:6, 6:8 წააგო.
პირველი სეტი ნიკამ ტაი-ბრეიკზე 7:3 მოიგო. მეორე სეტში ის ორჯერ დაბრეიკდა, ხოლო გადამწყვეტ მესამე პარტიაში საქართველოს პირველი ნომერი 3:1-ს იგებდა და თითქოს შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ზედიზედ 4 გეიმი ჩაუვარდა და მეტოქე 5:3 დაწინაურდა. ბასილაშვილმა მოახერხა უკუბრეიკის გაკეთება და შეხვედრის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ნიკა 6:5-ის იგებდა და მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა თავის შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ტაი-ბრეიკზე 6:8 დამარცხა.