ფეხბურთი

11:38 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მერვედფინალის მონაწილე 9 გუნდი ცნობილია, 3 დღეს გამოვლინდება

23 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის 9 შეხვედრა გაიმართა.

ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა იმერული დერბი გამოდგა. წყალტუბოში ჩატარებულ მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი „სამგურალი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. მართალია ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ მათ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და დარჩენილ დროში საკუთარ კარში ოთხი უპასუხო გოლი მიიღეს. ქუთაისელთა მხრიდან დუბლით გრიგოლ დოლიძე გამოირჩა.

მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა 4 შეხვედრაში. მარტვილის „მერანმა“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. „ლიახვი“ გორში „შუქურას“ დაუხვდა და ასევე 2:0 დაამარცხა მეტოქე. მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა „სულორმა“, ვანელთა მეტოქე უმაღლესლიგელი „ზუგდიდი“ გახლდათ. ხარაგაულის „ჩხერიმელამ“ თბილისის „საბურთალოს“ სამტრედიაში „ეროსი მანჯგალაძეზე“ უმასპინძლა. დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

23 აგვისტოს გამართული მატჩების შედეგები:

სამგურალი - ტორპედო 1:4

ლიახვი - შუქურა 2:0

მერანი - დინამო ბთ 2:0

სულორი - ზუგდიდი 1:0

ჩხერიმელა - საბურთალო 2:0

გაგრა - გურია 1:2

ჭიათურა - კოლხეთი ფ 0:3

ვიტ-ჯორჯია - ლოკომოტივი 0:1

იმერეთი - სიონი 1:2

24 აგვისტოს დარჩენილი 3 მატჩი ჩატარდება, თამაშები 16:30 საათზე დაიწყება:

ბორჯომი - საპოვნელა
ოდიში 1919 - გარდაბანი
კოლხეთი ხ - ცხინვალი

პირველ ეტაპზე გამარჯვებულ 12 გუნდს, მერვედფინალში ის 4 გუნდი დაემატება, რომლებიც საქართველოს ევროტურნირებზე წარმოადგენდნენ.

სფფ-ის პრესსამსახური

0.116109