ფეხბურთი

17:10 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას მოგერიებული პანალტი ტურის სეივებს შორის მეორეა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის IV ტურის საუკეთესო ხუთ სეივს შორის, ინტერნეტპორტალ championat.com-ის ვერსიით, მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ლორიას მიერ მოგერიებული თერთმეტრიანი. მოგეხსენებათ, ლორიამ განვლილ უიქ-ენდზე მოსკოვის “ლოკომოტივთან” ჩინებული მატჩი ჩაატარა, რაც 78-ე წუთზე ალექსანდრ სამედოვის დარტყმული პენალტის მოგერიებით დააგვირგვინა.

გიორგი მეოთხე ტურის სიმბოლურშიც მოხვდა “სპორტ-ექსპრესის” ვერსიით (მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ), ხოლო იმავე championat.com-ის გამოკითხვაში ამ დროისთვის ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა ჩამონათვალშიც ლიდერობს.

0.114605