ნუკრი რევიშვილი, შესაძლოა, კვიპროსულ “ეთნიკოსში” გადავიდეს. ამ კლუბში, როგორც იცით, სამი ქართველია: ნიკა კაჭარავა, გიორგი ილურიძე და გია გრიგალავა.
რევიშვილს სხვა ვარიანტებიც ჰქონია, მაგრამ “ეთნიკოსი” ყველაზე რეალურია. საქართველოს ნაკრების 29 წლის მეკარე თავისუფალი აგენტია, რუსეთის “მორდოვიასთან” კონტრაქტი გაწყვიტა.
შეგახსენებთ, ნუკრის ტრავმა ჰქონდა: ესპანეთი-საქართველოს მატჩის (0:1) მეორე ტაიმში დაშავდა და აგვისტოს დასაწყისში დაიწყო ვარჯიში.