საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სამარის “კრილიას” მეკარე გიორგი ლორია გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ტურის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ქართველმა კიპერმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 8,0.
“გაუმკლავდა მაიკონის და ჰენტის მომაკვდინებელ დარტყმებს, მოიგერია თერთმეტმეტრიანი და “ლოკომოტივთან” გუნდს ქულა მოაპოვებინა (0:0)” - წერს “სპორტ-ექსპრესი”ლორიას შესახებ, რომელიც ოთხ ტურში უკვე მეორედ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში.
ამავდროულად, განვლილი ტურის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ტრადიციულ გამოკითხვას ატარებს championat.com - ექსპერტების, ჟურნალისტებისა და პრემიერლიგის წარმომადგენელთა შერჩეული კანდიდატებიდან საუკეთესოს გულშემატკივარი ავლენს. გამოკითხვაში ამ დროისთვის ლორია 950 ხმით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი 539 ხმით მოსკოვის “სპარტაკის” შემტევი ზე ლუიშია.