ფეხბურთი

10:45 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის სამი დუბლი სამ კვირაში: "ბომბარდირობას ვუმიზნებ"

ირაკლი სირბილაძემ კვლავ დუბლი მიითვალა ფინეთის იუკონენ ლიგაში (რანგით მეორე ლიგა). მისმა კპვ-მ გასვლაზე 2:0 სძლია "ეკენასს", ირაკლიმ კი თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა.

სირბილაძეს სეზონში 11 გოლი მოუგროვდა და როგორც გვითხრა, ბომბარდირობას უმიზნებს. სხვათა შორის, ბოლო სამ კვირაში მან მესამედ გაახერხა დუბლი.

"ლიდერი სამი ბურთით მისწრებს, მაგრამ მიზანდ მაქვს, რომ მას გავუსწრო".

"ეკენასთან" თამაშს რაც შეეხება, 32 წლის ქართველმა ფორვარდმა ჯერ თავით შეაგდო ლამაზი გოლი, მერე კი რიკოშეტით მიუვიდა ბურთი, დაარტყა და ხარიხიდან ასხლეტით ჩაეშვა კარში. კპვ ცხრილის შუაშია, არც ვარდება და ვერც უმაღლესში გადადის, თუმცა სირბილაძე კვლავაც შედეგიანია.

შეგახსენებთ, ირაკლი ოთხი წლის ფინეთის უმარლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მაშინ ტურკუს "ინტერში" თამაშობდა.

0.11754