სხვა

22:03 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით რურუა საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად 4 წლის ვადით აირჩიეს

22 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა.

ყრილობის დღის წესრიგში სამი საკითხი შედიოდა – ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა, გამგეობის წევრების არჩევა და ფედერაციის მოქმედ წესდებაში ცვლილებების შეტანა. ფედერაციის არჩევნებს დაესწრო სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

არჩევნების დაწყებამდე ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველი 5 კადიდატიდან ოთხმა გიგი გორდელაძემ, მიხეილ ნაბიჯაშვილმა, დავით გაჩეჩილაძემ და ზვიად დავითიანმა კანდიდატურა მოხსნეს, დარჩენილ კანდიდატს – საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს დავით რურუას კი დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ხმის მიცემის მქონე 85 სუბიექტიდან არჩევნებს 66 დელეგატი დაესწრო და დავით რურუა პრეზიდენტად ერთხმად აირჩია. ამრიგად, რურუა საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.11707