ჭიდაობა

18:07 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ თემურ ყაზარაშვილი საქმიანობას ჩამოაშორა

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ (UWW) ქართველი უმაღლესი კატეგორიის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი საქმიანობას ჩამაშორა. დისკვალიფიკაციის მიზეზი რეფერის საეჭვო ქმედებები გახდა, რომელსაც ადგილი რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდა. ამ ინფორმაციას insidethegames ავრცელებს.

გამოცემა დეტალებს არ ამხელს, თუმცა, იოლი მისავედრია, რომ საუბარია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 85 კგ-მდე კატეგორიის ფინალზე. შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში ერთმანეთს რუსეთის სახელით მოასპარეზე დავით ჩაკვეტაძე და უკრაინელი ჟან ბელენიუკი ხვდებოდნენ.

ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, გამარჯვება ჩაკვეტაძეს დარჩა, რომელმაც რუსეთის დროშაც მონდომებით აფრიალა. უკრაინელებმა მაშინვე გამოთქვეს პროტესტი, რომ ფინალზე ქართველი მსაჯის დანიშვნა არასწორი გადაწყვეტილება იყო და მან ექს-თანამემამულის მხარი დაიჭირა.

ცნობისთვის, დისკვალიფიკაცია შეეხოთ რუს სერგეი ნოვაკოვსკის და სამხრეთკორეელ ტონგ-კუნ ჩუნგსაც, რომელთაც ბრალად ასევე “მსაჯობის საეჭვო მანერა” ედებათ. ისიც ვთქვათ, რომ UWW-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დევს.

0.12234