ფეხბურთი

14:19 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: “პენალტს მამაჩემს ვუძღვნი”

გიორგი ლორია დიდებულ ფორმაშია. ქართველმა მეკარემ გუშინ რუსეთის პრემიერლიგის IV ტურში მოსკოვის “ლოკომოტივთან” გასაოცრად ითამაშა და “კრილიამ” ქულა რომ მოიპოვა, მთლიანად მისი დამსახურებაა.

მატჩისშემდეგ გიორგიმ კარგი თამაში აწგარდაცვლილ მამას მიუძღვნა და იქვე, თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მოგერიებულ პენალტს მამაჩემს ვუძღვნი – დღეს ძალიან სამწუხარო დღეა, რადგან მამაჩემი ორი დღის წინ დავკრძალე. ჩვენ ყოველთვის ერთად ვთამაშობდით და მუდამ მაძლიერებდა. დღესაც ასე იყო, მომავალშიც ასე იქნება.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს და მწვრთნელებს, რადგან ისინი რამდენიმე გაცდენილი ვარჯიშის მიუხედავად მაინც მენდნენ და ასეთი თამაში მათი დამსახურებაცაა”, - განაცხადა ლორიამ.

0.114833