ჭადრაკი

13:00 | 22.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფინიშამდე 2 ტურით ადრე

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დასასრულს უახლოვდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელში მონაწილეობას ქართველი მაია ლომინეიშვილიც (2331) იღებს.

ლომინეიშვილმა შვიდ ტურში 4.5 ქულა მოაგროვა და A ჯგუფში, დამატებითი მაჩვენებლებით, 66-ე ადგილზე იმყოფება.

ტურნირის ლიდერი ავსტრიელი მარკუს რაგერი (2686) გახლავთ, რომელიც პირველ ნომრად არის განთესილი და ჯერჯერობით, ფავორიტის სტატუსს ამართლებს. მის ანგარიშზე 6.5 ქულაა.

Vienna Chess Open 2016-ის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. მე-8 ტურში ლომინეიშვილი თეთრი ფიგურებით უზბეკ გრეგორ ვაგნერს (2170) ეთამაშება, რომელსაც აქტივში ასევე 6.5 ქულა აქვს.

0.131072