ჭადრაკი

22:25 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ლიდერთა შორის

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ასაკობრივ საჭადრაკო ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზობენ ქართველი მოზარდები.

3 ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმით ლიდერთა შორის არიან: 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მოქმედი ჩემპიონი ნინო ხომერიკი და 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის მოასპარეზე: ნიკა კაჭარავა და ნია დონღვანი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგრიებში (8, 10, 12, 14, 16, 18) ტარდება, როგორც – გოგონათა, ასევე ჭაბუკებს შორის.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება და 28 აგვისტომდე გასტანს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით სულ 24 მოჭადრაკე ასპარეზობს.

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

0.113937