"ჩემპიონობის გეშინია” – საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის ამ სიტყვების გარდა, მიქს ზონაში გამოსული ქართველი სპორტსმენისა და მწვრთნელებისგან, ელიზბარ ოდიკაძის ჭიდაობის შეფასება ქართველმა ჟურნალისტებმა დიდი სურვილის და მცდელობის მიუხედავად, ვერავისგან მოვისმინეთ. ბევრი წაგებული ქართველი სპორტსმენის მსგავსად, არც ოდიკაძემ მოისურვა კომენტარის გაკეთება.
"ბრინჯაოს მედალიც რომ აიღოს, უთხარი, რომ მაინც აღარ ჩავწერ, მიაძახა პირველი არხის კომენტატორმა დავით ბანანაშვილმა კახაბრიშვილს, რასაც მწვრთნელ არჩილ ქიტიაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.
სამწვრთნელო შტაბის წევრს ვუთხარით, რომ ისევე, როგორც მისი შეგირდი, ოლიმპიადაზე ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და რიო დე ჟანეიროში იმისთვის ჩამოვედით, რომ მოგებულიც ჩავწეროთ და წაგებულიც:
- ჩვენი საქმე ესაა და ხალხს ეს აინტერესებს.
- ხალხს რა აინტერესებს, რა უნდა გითხრათ? რატომ შეუშვა მოწინააღმდეგე ფეხში?
ოდიკაძის ნახევარფინალის პარალელურად, 97 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეორე ნახევარფინალიც გაიმართა, რომელშიც ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი უკრაინელი ვალერი ანდრიიცევი აზერბაიჯანის ნაკრების წევრ ხეთაგ გაზიუმოვთან 0:10 დამარცხდა.
სანამ ქართველები ერთმანეთში საქმეს ვარჩევდით, ანდრიიცევი უკრაინელი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში