ჭიდაობა

18:17 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

რიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ორიკაძე (97 კგ) ნახევარფინალში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან, ამერიკელ ფრედერიკ კაილ სნაიდერსთან 4:9 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

შეხვედრის დასაწყისში ოდიკაძე ლამაზი ილეთით 4:0 დაწინაურდა და პირველი სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე პარტიაში ქართველ ფანავანს დაღლილობა დაეტყო, 20 წლის ამერიკელმა ზედიზედ 9 ქულის აღება მოახერხა და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალამდე ოდიკაძემ სომხეთის სახელით მოასპარეზე ქართველი გიორგი კეტოევი 8:1 დაამარცხა, ხოლო შემდეგ მეოთხედფინალში ყაზახ მამედ იბრაგიმოვს 6:1 აჯობა.

0.120219