რიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ნახევარფინალში გავიდა.
ოდიკაცემ 1/4-ფინალში ყაზახი მამედ იბრაგიმოვი 6:1 დაამარცხა. ნახევარფინალში ოდიკაძე ამერიკელ ფრედერიკ კაილ სნაიდერს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ოდიკაძემ 1/8-ფინალში სომხეთის სახელით მოასპარეზე ქართველი გიორგი ქეტოევი 8:1 დაამარცხა.