ჩოგბურთი

18:15 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ნახევარფინალში დამარცხდა

18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გამოეთიშა.

მე-5 ნომრად განთესილი ბოლქვაძე სამ მეტოქეს გაუმკლავდა, ფინალის საგზურისთვის კი თურქ ბერფუ ჩენგიზს დაუპირისპირდა და 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.

0.121574