ფეხბურთი

21:00 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიტოლომ "სევილიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ვიტოლომ "სევილიასთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2020 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის შეძენა მადრიდის "ატლეტიკოს" სურს, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებით ნათელი გახდა, რომ ვიტოლო არსად წავა.

ფეხბურთელმა ლა ლიგის პირველ ტურში "ესპანიოლთან" მოგებულ (6:4) მატჩი მონაწილეობა მიიღო და შეუცვლელად იასპარეზა. გასულ სეზონში შემტევის მონაგარი 47 შეხვედრაში 5 გოლი და 15 საგოლე გადაცემა გახლდათ.

0.125785