ჭიდაობა

1:35 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედალოსანია (+VIDEO)

საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მძიმეწონოსანი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია.

22 წლის სპორტსმენმა 125 კილოგრამი წონითი კატეგორიის საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში ამერიკელი ტერველ დლაგნევი 31 წამში დაამარცხა. აშშ-ს წარმომადგენელმა საწყის წამებზე ფეხში შესვლით სცადა ქულის მოპოვება, თუმცა გორელმა ფალავანმა მეტოქეს შეტევით უპასუხა, ორი ქულა აუღო, შემდეგ კი ოთხი ტრიალი ზედიზედ გააკეთა, 10:0 დააფიქსირა და ვადაზე ადრე დაასრულა შეხვედრა.

აღნიშნული წონის რეიტინგის პირველ ნომერს შეეძლო ოქროს მედლისთვის ებრძოლა, თუმცა მეოთხედფინალში ირანელ კომეილ გასემიმთან დამარცხდა. აზიელმა ხარისხიანი ქულის უპირატესობით მოიგო. მანამდე გენომ ალან ზასეევი და დიმიტარ კუმჩევი დაამარცხა, რეპეშაჟში კი კანადელ კორეი ჟარვისს 9:2 სძლია.

აღნიშნული მედალი ქართული დელეგაციისთვის რიგით მეშვიდე გახლდათ. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მონაგარი ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

0.121407