საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ამერიკელ ივაილოვ ტერველ დლაგნევს დაუპირისპირდება. 125 კილოგრამი წონითი კატეგორიის რეპეშაჟის მეორე რაუნდში 22 წლის ფალავანმა კანადელი კორეი ჟარვისი 9:2 დაამარცხა.
გენომ დღეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელი დიმიტარ კუმჩევი 10:0 დაამარცხა, შემდე უკრაინელი მეტოქე ალენ ზასეევს 11:6 აჯობა, მეოთხედფინალში კი ირანელი კომეილ გასემიმის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და რეპეშაჟში გადაერთო.